ამოხსენით განტოლება x –ის მიმართ
5.11. 1) 5(x − a) = 3(x + b); 2) 6(a − x) = 7(b − x);
3) (m +1)x = n − x ; 4) (n −1)x = 2(n + x) .
5.12. 1) (a + x)b − a = (b +1)x + ab ; 2) 2m − (m + n)x = (m − n)x ;
3) c(d + x) = ab − (x − c)d ; 4) cx − b(c − x) = a(b − x)− b(a − x) .
იპოვეთ a პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც განტოლებას არ აქვს ამონახსნი
1) (a −1)x = 5 ; 2) (a + 2)x = a2 + 4 ;
3) a(a − 3)x = 7 ;
.
10.118. ერთ ბრიგადას მოსავლის აღება შეუძლია 20 საათში,
მეორეს კი 30 საათში. რამდენ საათში აიღებს მოსავალს ორივე
ბრიგადა ერთად?
10.119. ერთი მუშა სამუშაოს ასრულებს 14 საათში, მეორე კი
21 საათში. რამდენ საათში შეასრულებს ამ სამუშაოს 7
5
ნაწილს ორივე ერთად მუშაობით?
10.120. სხვადასხვა სიმძლავრის ორმა ტრაქტორმა ერთად
მუშაობით 8 საათის განმავლობაში შეასრულა სამუშაო. რამდენ
საათში შეასრულებს ამ სამუშაოს მარტო პირველი ტრაქტორი,
266
თუ იგივე სამუშაოს მარტო მეორე ტრაქტორი ასრულებს 12
საათში?
10.121. ავზში მიერთებულია ონკანი და მილი. გახსნილი
ონკანით ცარიელი ავზი ივსება 4 სთ-ში, ხოლო გახსნილი
მილით სავსე ავზი იცლება 6 სთ-ში. რამდენ სთ-ში აივსება
ნახევრად სავსე ავზი, თუ ონკანს და მილს ერთდროულად
გავხსნით?
10.122. ერთ ბრიგადას მთელი მოსავლის აღება შეუძლია 12
დღეში, მეორეს კი _ 9 დღეში. მას შემდეგ, რაც 5 დღეს იმუშავა
მარტო პირველმა ბრიგადამ, მას შეუერთდა მეორე ბრიგადა და
ორივემ ერთად დაასრულა სამუშაო. რამდენი დღე იმუშავა
ორივე ბრიგადამ ერთად?