10.56. ქალაქის მოსახლეობა წლის ბოლოს უდრიდა 78000 კაცს. ვიპოვოთ ქალაქის მოსახლეობის რიცხვი წლის დასაწყი- სისათვის, თუ მოსახლეობის ნამატი ამ ხნის განმავლობაში შეადგენდა 4%-ს.
10.59. მეანაბრემ ორ სხვადასხვა ბანკში შეიტანა 5000 ლარი
და 4500 ლარი. პირველ ბანკში შეტანილი თანხის რამდენი პროცენტი უნდა გადაიტანოს მან პირველი ბანკიდან მეორე ბანკში, რომ ორივე ბანკში თანხების რაოდენობები გათანაბრდეს?
10.60. ორ ბიდონში არის 70 ლიტრი რძე. თუ პირველი ბიდონიდან მეორეში გადავასხამთ იმ რძის 12,5%-ს, რომელიც პირველ ბიდონშია, მაშინ ორივე ბიდონში აღმოჩნდება რძის ერთი და იგივე რაოდენობა. რამდენი ლიტრი რძეა პირველ ბიდონში?
10.62. ქსოვილის ფასმა ჯერ დაიკლო 20%-ით, შემდეგ კი ისევ დაიკლო 25%-ით. თავდაპირველი ფასის რამდენ პროცენტს შეადგენს ქსოვილის ფასი ახლა?
10.63. ქსოვილის ფასმა ჯერ 40%-ით დაიკლო, ხოლო შემდეგ პირველად დაკლებული თანხის 25%-ით გაიაფდა, რის შემდეგაც ქსოვილის ფასი 60 ლარი გახდა. რა ღირდა ქსოვილი თავდაპირველად?
10.89. ორი მატარებელი გავიდა ერთი და იმავე ქალაქიდან
ერთიმეორის მიყოლებით; პირველი მატარებელი საათში გადის
36 კილომეტრს, ხოლო მეორე_48 კმ-ს. რამდენი საათის შემდეგ დაეწევა მეორე მატარებელი პირველს, თუ ვიცით, რომ პირველი მატარებელი გასული იყო 2 საათით ადრე მეორეზე?
10.90. გზა A ქალაქიდან B ქალაქამდე ზღვით 16 კილომეტრით ნაკლებია, ვიდრე შარაგზით. გემი მანძილს A -დან B -მდე გადის 4 საათში, ავტომობილი კი 2 საათში. იპოვეთ გემის სიჩქარე, თუ ის 44 კმ/სთ-ით ნაკლებია ავტომობილის სიჩქარეზე.
10.91. მანძილს A ქალაქიდან B ქალაქამდე განრიგით ავტობუსი გადის საშუალო სიჩქარით 40 კმ/სთ. ერთხელ გზატკეცილის შეკეთების გამო ავტობუსმა გაიარა გზის პირველი ნახევარი 20 წთ-ის დაგვიანებით. რომ მისულიყო B -ში განრიგით, ავტობუსმა გზის დარჩენილი ნაწილი გაიარა 45 კმ/სთ სიჩქარით. იპოვეთ მანძილი A -დან B -მდე.
10.94. დღის 12 საათზე A ნავსადგომიდან B ნავმისადგომისაკენ გავიდა კატარღა სიჩქარით 12 კმ/სთ. დახარჯა რა შეჩერებაზე B ნავმისადგომთან 2,5 საათი, კატარღა გამოემგზავრა უკან სიჩქარით 15 კმ/სთ და ჩავიდა A ნავმისადგომში იმავე დღის 19 საათზე. იპოვეთ მანძილი A -დან B -მდე.
10.121. ავზში მიერთებულია ონკანი და მილი. გახსნილი ონკანით ცარიელი ავზი ივსება 4 სთ-ში, ხოლო გახსნილი მილით სავსე ავზი იცლება 6 სთ-ში. რამდენ სთ-ში აივსება ნახევრად სავსე ავზი, თუ ონკანს და მილს ერთდროულად გავხსნით?
10.122. ერთ ბრიგადას მთელი მოსავლის აღება შეუძლია 12 დღეში, მეორეს კი _ 9 დღეში. მას შემდეგ, რაც 5 დღეს იმუშავა მარტო პირველმა ბრიგადამ, მას შეუერთდა მეორე ბრიგადა და ორივემ ერთად დაასრულა სამუშაო. რამდენი დღე იმუშავა ორივე ბრიგადამ ერთად?
10.123. თოვლის აღებაზე მუშაობს ორი თოვლსაწმენდი მანქანა. ერთ მათგანს შეუძლია მთელი ქუჩა გაასუფთაოს ერთ საათში, მეორეს კი _ 45 წთ-ში. ორივე მანქანამ ქუჩის გაწმენდა ერთდროულად დაიწყო და ერთად იმუშავა 20 წუთს, რის შემდეგაც პირველმა მანქანამ შეწყვიტა მუშაობა. რა დროა საჭირო, რომ მარტო მეორე მანქანამ დაასრულოს მთელი სამუშაო?
10.125. ორმა ბრიგადამ ერთდროული მუშაობით მიწის ნაკვეთი 12 საათის განმავლობაში დაამუშავა. რა დროს მოანდომებდა ამ ნაკვეთის დამუშავებას პირველი ბრიგადა, თუ ბრიგადების მიერ სამუშაოს შესრულების დროები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2:3?
10.126. მაღაროდან წყლის ამოსაქაჩავად დადგმულია სამი ტუმბო. პირველი ტუმბო ცალკე მუშაობის დროს წყალს ამოქაჩავს 12 საათში, მეორე 15 საათში და მესამე 20 საათში. პირველი სამი საათის განმავლობაში მოქმედებდნენ პირველი და მესამე ტუმბოები, შემდეგ კი მათ შეუერთეს მეორე ტუმბოც. რამდენი დრო დაიხარჯა სულ მაღაროდან წყლის ამოსაქაჩავად?
10.127. სამი მილის ერთდროული მოქმედებით ავზის 7/8 ნაწილი ივსება 1 სთ-ში. რამდენ საათში აავსებს ავზს მარტო პირველი მილი, თუ ის ავზს ავსებს 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მარტო მეორე და 2-ჯერ უფრო ნელა, ვიდრე მარტო მესამე მილი?